
zafxuli mwvane alubalSi
ამ ზაფხულს მწვანე ალუბალში გელოდებათ როგორც სტანდარტული ადრეული განათლების პროგრამა ასევე სივრცეები მშობლებისთვისაც, სადაც სპეციალურად განკუთვნილ სივრცეებში შესაძლებელია მუშაობა, კითხვა, ხატვა და გემრიელი ყავის მირთმევა ჩვენს პატარა კაფეში, სანამ ბავშვები ზღაპრულ დროს გაატარებენ პროფესიონალ აღმზრდელებთან ერთად. გარდა ამისა, ვიზიტებს ჩვენს სივრცეებში აქვთ როგორც რეგულარული, ისე ერთჯერადი ფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს, რომლებიც სულაც არ დადიან ჩვენს ბაღში, ეძლევათ შესაძლებლობა "მწვანე ალუბალის", რეჯიო ემილიას უნიკალური შემოქმედებითი მიდგომით, ბუნებაზე დაკვირვებითა და სამეცნიერო აღმოჩენებით, მუსიკით, ცეკვით, საბავშვო ავტორების მიერ წაკითხული ზღაპრებითა და დროში მოგზაურობით, ნამდვილად ბავშვური თავისუფალი თამაშებით სავსე გამოცდილება მიიღონ, რაც აუცილებლად დატოვებს წარუშლელ კვალს მათ ცნობიერებაში. ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ყოველ დღე: I სესია - ⏰9:00 - 13:00 II სესია - ⏰13:00 - 17:00 III სესია - ⏰17:00 -21:00 სესიები განკუთვნილია 3-8 წლის ბავშვებისთვის. 🔸ერთ სესიაზე დასწრების ღირებულებაა - 45 ₾ (1 ბავშვი + 1 მშობლის სამუშაო ადგილი უფასოდ) 🔸1 უფროსის სამუშაო ადგილის ღირებულებაა - 20 ₾ (1 ცვლა - 4 სთ) 🔸შესაძლებელია როგორც ერთჯერადი დასწრება, ასევე ერთკვირიანი და ერთთვიანი პაკეტების შეძენა.









